"იდენტიფიცირებული არიან პირები, რომლებიც თვეების განმავლობაში წვავდნენ საბურავებს" - გლდანის მაჟორიტარი, კონსტანტინე ზარნაძე ვიდეოს აქვეყნებს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გლდანის მაჟორიტარი, კონსტანტინე ზარნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ იდენტიფიცირებული არიან პირები, რომლებიც გლდანის ტერიტორიაზე საბურავებს წვავდნენ:

გაგაცნობთ ინფორმაციას საბურავებისა და ფოთლების ღია წესით დაწვის შესახებ:

მოსახლეობა ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისათვის მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვა. დამაბინძურებლები, რომლებიც წარმოიქმნება წვის ნებისმიერი პროცესის დროს, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე.

რეზინის საბურავი, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს და მისი წვის შედეგად გამოთავისუფლდება მთელი რიგი მაღალტოქსიკური დამაბინძურებლები, არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

მცენარეული ნარჩენების, მათ შორის ფოთლების, წვა აბინძურებს როგორც ჰაერს, ისე ნიადაგს. 1 ტონა მცენარეული ნარჩენის ბოლი გამოყოფს 9 კგ მიკრონაწილაკს. ისინი ჰაერის ორთქლთან ურთიერთქმედებენ და წარმოქმნიან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ ე.წ სმოგს; ნიადაგის ზედა ფენაში კი მძიმე მეტალების შემცველობა 1,5-2 ჯერ იზრდება.

ხშირად კოცონში ხვდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც. პოლიეთილენის პაკეტის, პლასტიკური ბოთლის და მსგავსი ნარჩენების წვის დროს წარმოიქმნება მთელი რიგი ტოქსინები, ხოლო ქლორთან ურთიერთქმედების შემთხვევაში ატმოსფეროში გამოიყოფა დიოქსინები. ყოველივე ეს იწვევს იმუნური სისტემის დათრგუნვას, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევას, ღვიძლის დაზიანებას. აგრეთვე, კავშირშია ონკოლოგიურ დაავადებებთან.