„მოსკოვმა ძალიან იწვალა, რომ „ჩაკრულოს“ მაგივრად „პადმასკოვნიე ვეჩერა“ ჩაწერილიყო, მაგრამ ამერიკელებმა კოსმოსში „ჩაკრულო“ გაუშვეს“- ექსკლუზიური ინტერვიუ სკულპტორთან, რომელიც გურჯაანში „ოქროს დისკის“ მონუმენტს დგამს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

1977 წელს NASA-მ კოსმოსური ხომალდი „ვოიაჟერი" ორბიტაზე გააგზავნა. მას თან ოქროს ფირფიტა გააყოლეს, სადაც ჩაწერილი იყო სხვადასხვა ერის ფოლკლორული მუსიკა. მათ შორის იყო ქართული, პოლიფონიური სიმღერის უნიკალური ნიმუში „ჩაკრულო", რომელიც მრავალხმიანი სიმღერის ეტალონია. იუნესკომ ქართული მრავალხმიანობა მსოფლიო პოლიფონიის შედევრად აღიარა. NASA-მ „ჩაკრულო" კოსმოსში გაგზავნა, როგორც კაცობრიობის მუსიკალური ნიჭის ნიმუში, რომელიც განკუთვნილია დედამიწისგარე ცივილიზაციის წარმომადგენლებისათვის და მიზნად ისახავს, წარმოდგენა მისცეს მათ დედამიწისა და კაცობრიობის შესახებ.

კოსმოსში გაშვებულ სხვა ინფორმაციასთან ერთად (წყლის ხმაური, ბავშვის ტირილი, მისალმება 60 ენაზე და სხვ.) შეტანილია „ჩაკრულოც“, ილია ზაქაიძის და როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული ვერსია.  აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, კახეთის მერიის ინიციატივით, გურჯაანში ოქროს დისკის მონუმენტის გაკეთდება დაანონსდა, რისთვისაც გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც სკულპტორმა ირაკლი ჟვანიამ გაიმარჯვა და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ „ფეისბუქის“ პირადი გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის საშუალების გვამცნო:

“1977 წელს ქართული "ჩაკრულო"  NASAში შეარჩიეს და ოქროს დისკზე ჩაწერეს, შემდეგ კი Voyage1ით კოსმოსში გაუშვეს როგორც დედამიწის საუკეთესო ჰანგების კოლექციის ერთი ნაწილი. ამ ფაქტის გამო მონუმენტი გაკეთდება კახეთში, გურჯაანში, "ჩაკრულო კოსმოსში"... ქართული სიმღერა კოსმოსში ეხლაც მოგზაურობს, ვაკეთებთ, 1977 წელს ქართული "ჩაკრულო"  NASAში შეარჩიეს და ოქროს დისკზე ჩაწერეს, შემდეგ კი Voyage1ით კოსმოსში გაუშვეს როგორც დედამიწის საუკეთესო ჰანგების კოლექციის ერთი ნაწილი. ამ ფაქტის გამო მონუმენტი გაკეთდება კახეთში, გურჯაანში, "ჩაკრულო კოსმოსში"... ქართული სიმღერა კოსმოსში ეხლაც მოგზაურობს, ვაკეთებთ- წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ჟვანია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ვერსია“ სკულპტორ ირაკლი ჟვანიას დაუკავშირდა, რომელმაც საინტერესო ისტორია გვიამბო იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა ქართული „ჩაკრულო“ ოქროს დისკზე:

“აღნიშნულ პროექტს ქალაქ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს, რომელმაც აღნიშნულ პროექტზე ტენდერი გამოაცხადა, რომელიც მოვიგე და ახლა პროექტს ვაკეთებ. იდეის დონეზე უკვე წარვადგინე და ძალიან მოეწონათ. რაც შეეხება ფინანსების მოძიებას ეს საკითხი  წინასწარ ცნობილი არ არის, ჯერჯერობით მიმდინარეობს მუშაობა. სად განთავსდება და როდის დაიწყება უშუალოდ მონუმენტზე მუშაობა, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ მაქვს. როდესაც პროექტი დასრულდება და ჩავაბარებთ, შემდეგ შესაძლოა, მერიამ დააფინანსოს ან სხვა საშუალებით მოხდეს თანხის მოძიება.

კოსმოსში გაშვებული „ჩაკრულოს“ ვერსიის მომღერლების გუნდი სახელმწიფო ანსამბლი იყო, რომელსაც ანზორ კავსაძე ხელმძღვანელობდა. ისინი აშშ-ში გასტროლებზე  იმყოფებოდნენ და იქ როდესაც ერთ-ერთ კონცერტზე, „ჩაკრულო“ იმღერეს, ამერიკელებს ძალიან მოეწონათ, გადაწყვიტეს, რომ ნასას დისკზე ჩაეწერათ. იმ დროს მოსკოვმა ძალიან იწვალა იმისათვის, რომ „ჩაკრულოს“ მაგივრად „პადმასკოვნიე ვეჩერა“ ჩაწერილიყო,  მაგრამ მათ ამერიკელებმა უარი უთხრეს და ქართული „ჩაკრულო“ გაუშვეს კოსმოსში.

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი