ვაქცინაციაზე საჩუქრებით იზიდავენ

News
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კორონავირუსის ვაქცინაციაზე ასაცრელად, ხალხს სხვადასხვა მეთოდებით იზიდავენ. ზოგან ჯარიმებია, ზოგან კი პროდუქტებსა და ფასდაკლების კუპონებს ურიგებენ, ან დამატებით დასვენების დღეებს სთავაზობენ. მაგალითად, ჩინეთში, ამისთვის საჩუქრები აირჩიეს. ქალაქების მიხედვით, ვაქცინირებულებს ხელსახოცებს, კვერცხს, ფქვილს, ხორცსა და სხვა პროდუქტებს ურიგებენ. ინდოეთში, კორონაზე აცრილებს არა მხოლოდ პროდუქტებს ჩუქნიან, არამედ, პირსინგებს ცხვირისთვის, ბლენდერებს და ფასდაკლების ვაუჩერებსაც - ავტომანქანის რემონტისთვის. დელის ხელისუფლებამ კი ვაქცინირებულებისთვის გადასახადების შემცირების გადაწყვეტილებაც მიიღო. შეერთებულ შტატებში, ამ აქციაში კერძო ბიზნესიც ჩაერთო: ერთ-ერთი საკონდიტრო, საკუთარ კლიენტებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან, უფასო ღვეზელს სთავაზობს მთელი წლის განმავლობაში, მარიხუანას მკურნალობის ცენტრმა კი პაპიროსის დარიგება დაიწყო. აი, ინდონეზიის მთავრობამ მათრახის პრინციპი აირჩია - აქ, აცრაზე უარის შემთხვევაში, მოქალაქეებს ჯარიმა, ან სოციალური შემწეობის დაკარგვა ელით.