წყალმცენარეები - მომავლის სუპერსაკვები

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა UCSD-ის ამერიკული უნივერსიტეტიდან, ახალი გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. მათი განცხადებით, წყალმცენარეს აქვს შანსი, უახლოეს მომავალში, ნამდვილი სუპერსაკვები გახდეს. ცნობილია, რომ ამ მცენარეების სასარგებლო ბიომასა 167-ჯერ აჭარბებს სიმინდის მაჩვენებელს, თუმცა ერთი და იგივე ფართობზე, შესაძლოა, წყალმცენარეების უფრო დიდი მოსავალი მოვიყვანოთ, ვიდრე სიმინდის. უფრო მეტიც, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მათში ცილებისა და ცხიმების დიდი რაოდენობაა, რაც წყალმცენარეებს ცხოველური საკვების უფრო ეკოლოგიურ ალტერნატივად აქცევს. სპეციალისტების თქმით, წყალმცენარეებში 10-ჯერ მეტი ცილაა, ვიდრე სოიოში. ევროპელმა მკვლევარებმა კი დაადგინეს, რომ მთელი „ბებერი კონტინენტის“ მომარაგება ცილებით მხოლოდ ისლანდიის ტერიტორიიდანაც კი შეიძლება, სადაც საკმაოდ იაფი და უსაფრთხო ენერგიაა და წყალმცენარეების წარმოებაც მეტად პერსპექტიული იქნებოდა. თუმცა, ერთადერთი სირთულე მომხმარებელი და მისი გემოვნებაა, რომლის კორექტირებაც იქნება საჭირო. კერძოდ, ის მსგავსი პროდუქციის ფერს, გემოსა და სუნს უნდა შეეჩვიოს.