თავშესაფარი კაფეებითა და სათამაშო მოედნებით

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სპორტდარბაზი, კაფე, პარკინგი და ბავშვების სათამაშო მოედანიც კი - ასე გამოიყურება ერთ-ერთი თავშესაფარი ფინეთში, რომელმაც სამხედრო მოქმედებების დროს, მოქალაქეები უნდა დაიცვას. ბუნკერი მდებარეობს დედაქალაქ ჰელსინკში და მას 6 ათასი ადამიანის დატევა შეუძლია. თავშესაფარში ყველაფერია ადამიანის საჭიროებისთვის - საწოლები, ფილტრაციის სისტემები, საპირფარეშო და საშხაპეები, პირველადი მოხმარების ნივთები და სხვა, რაც ცხოვრებისთვისაა საჭირო.

ფინეთის ხელისუფლების წარმომადგნელბი აცხადებენ, რომ საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, ყველა ღონეს მიმართავენ. ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ბუნკერებში მოსახლეობის 80%-ს შეუძლია შეაფაროს თავი. მხოლოდ ჰელსინკში, ასეთი 5500 თავშესაფარია და 900 ათას ადამიანს იტევს. ფინური კანონების მიხედვით, ნებისმიერი შენობა, რომლის ფართობიც 1200 კვადრატულ მეტრზე მეტია, ვალდებულია, ბუნკერი ჰქონდეს.