ნატოში გაწევრიანებას ლუდი მიუძღვნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფინურმა ლუდსახარშმა კომპანიამ Olaf Brewing, ქალაქ სავონლინიდან, ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მხარდასაჭერად, ქარვისფერი სითხე ჩამოასხა. დაწესებულების დირექტორის თქმით, ადრე კომპანიას არასდროს დაუკავებია რამე პოლიტიკური პოზიცია, მაგრამ დღეს, როცა ხედავენ, როგორ უჭერს მხარს ხალხი ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების გადაწყვეტილებას, „გაბედეს ასეთი ნაბიჯის გადადგმა“.

„ამას არ გავაკეთებდით, რომ არ გვჯეროდეს, ნატოს წევრობა ფინეთისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის სიკეთის მომტანი იქნება“, - აცხადებენ ლუდსახარშის წარმომადგენლები. ქვეყნის პარლამენტმა უკვე დაუჭირა მხარი ალიანსში შესვლისთვის განაცხადის გაკეთებას.