ვაკანსია - გოჭების ჩამხუტებელი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამხრეთ კაროლინაში მდებარე ცხოველთა თავშესაფარში ვაკანსია გამოცხადდა მოხალისეებისთვის, რომლებიც გოჭებს „სოციალიზაციაში“ უნდა დაეხმარონ. ახალი თანამშრომლის მოვალეობაში შედის ცხოველების ჩახუტება და მოფერება, მათი დავარცხნა და ორცხობილებით დაპურება. თავშესაფრის მფლობელები მიიჩნევენ, რომ ეს დაეხმარება გოჭებს ადამიანებთან, ახალ პატრონთან შეჩვევაში. ამჟამად, ფერმაში, დახლოებით, 100 ღორი და სხვა უამრავი ცხოველია. მფლობელების თქმით, თუ ადამიანს სურს მათი ცხოველების დახმარება და მოხალისედ მუშაობას ვერ ახერხებენ, შეუძლიათ, გარკვეული ოდენობის თანხა გადარიცხონ ან ცხოველებისთვის რამე იყიდონ.