კორეელი ლიდერი საკუთარი უნიტაზით დადის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანული გამოცემა „მირორი“ წერს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოირჩევა, როცა საქმე ჰიგიენას ეხება. ის საჯარო ტუალეტებით არ სარგებლობს და სადაც მიდის, ყველგან საკუთარი უნიტაზი დააქვს. როგორც მედია აღნიშნავს, ქვეყნის ხელმძღვანელის ყველა ავტომობილშია მოწყობილი, ეგრეთ წოდებული, სველი წერტილი და სპეციალურად მისთვის განკუთვნილი უნიტაზია ჩამონტაჟებული. მის პირად ტუალეტს დაცვა დარაჯობს და თუ ვინმე მისით სარგებლობას გადაწყვეტს, შეიძლება, სიკვდილით დასაჯონ, - წერს „მირორი“.