იტალიაში უხმო ფოიერვერკებს გამოიყენებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიაში, ქალაქ კოლეკიოს ხელისუფლებამ ახალი კანონმდებლობა შემოიღო, რომლის მიხედვით, ადამიანებმა დღესასწაულებზე უხმო ფოიერვერკები უნდა გამოიყენონ ცხოველების პატისაცემად და იმ სტრესის შესამცირებლად, რასაც ის იწვევს. როგორც წესი, დიდი ზეიმების დროს, ძალიან ხშირად, ფოიერვერკებს უშვებენ. ჩვენ მოგვწონს ეს ფერადი აფეთქებები და ლამაზი სანახაობა, მაგრამ ცხოველები და ფრინველები ამას განსახვავებულდ აღიქვამენ. აფეთქების ხმამ, შეიძლება, მათში გულის პრობლემები, კანკალი, შიში და თავბრუსხვევა გამოიწვიოს, - ამბობენ სპეციალისტები.

ფოიერვერკებს „აკუსტიკური სტრესის“ გამოწვევაც შეუძლიათ, რადგან ცხოველთა ყურები უფრო მგრძნობიარეა, ისინი იბნევიან და ცდილობენ, იმ არეალიდან გაიქცნენ. ზოგჯერ ეს მათი დაკარგვით ან მანქანის ქვეშ აღმოჩენით სრულდება. ასე მიუდგნენ აპენინებზე ამ „საჭირბოროტო“ საკითხს. უხმო ასაფეთქებლებს კომპანია Setti Fireworks დაამზადებს. მათი ფოიერვერკები სანახაობრივია, მაგრამ გაშვების დროს, გამაყრუბელი ხმა არ აქვთ.