დიდხანს ძილიც ახდუნებს?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფრანგული ორგანიზაცია INSERM-ის მონაცემებით, რომელიც ბიოლოგიისა და მედიცინის სფეროში ატარებს კვლევებს, ხანგრძლივი ძილი ადამიანს ზედმეტი წონის დაკლებაში ეხმარება. მათი ექსპერიმენტების შედეგები ცხადჰყოფს, რომ არა მარტო ზედმეტი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა, არამედ, ძილის უკმარისობაც ხელს უწყობს ზედმეტი კილოგრამების აკიდებას. ფრანგი სწავლულების განცხადებით, აქ საქმე ორ ჰორმონთან გვაქვს, რომლებიც მადას არეგულირებენ და რომლებსაც ძილის დროს გამოვყოფთ. ეს გრელინი (შიმშილის გრძნობასა და ცხიმების დაწვაზე პასუხისმგებელი) და ლეპტინია (ის არეგულირებს ცხიმის შემცველობას ორგანიზმში და მადას აქვეითებს). მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ თუ ადამიანს, ზედიზედ ორი ღამის განმავლობაში, 4-4 საათი სძინავს, გრელინის გამომუშავება 28%-ით იზრდება, ლეპტინისა კი პირიქით - 18%-ით მცირდება. მეცნიერებმა დაითვალეს, რომ ძილის ყოველი ზედმეტი საათი 9%-ით ამცირებს იმის რისკს, რომ თქვენს შვილს შეიძლება ზედმეტი წონის პრობლემა გაუჩნდეს.