წლის ქვეყანა დაასახელეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

The Economist-მა წლის ქვეყნად იტალია დაასახელა. გამოცემა ამ ტიტულს იმ ქვეყანას ანიჭებს, რომლის მდგომარეობაც, მისი ექსპერტების აზრით, წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაუმჯობესდა. იტალიის „წლის ქვეყნად“ დასახელებით, მან ხაზი გაუსვა პრემიერ დრაგის მიერ გატარებულ რეფორმებსა და ლიდერის თვისებებს. გამოცემა მას კომპეტენტურ, მთელ მსოფლიოში პატივცემულ პრემიერ-მინისტრს უწოდებს. იტალიის კოვიდ-ვაქცინაციის მაჩვენებელი შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი, ყველაზე მაღალი ევროპაში. მთავრობის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აპენინებზე 12 წელს გადაცილებული პირების თითქმის 89% უკვე აცრილია ვაქცინის ერთი დოზით, 85%-ზე მეტი კი უკვე სრულად არის აცრილი. გარდა ამისა, The Economist-ი აღნიშნავს, რომ იტალიის ეკონომიკა, პანდემიით მიყენებეული ზარალის შემდეგ, უფრო სწრაფად აღდგება, ვიდრე გერმანიისა და საფრანგეთისა.