ძვლის ქსოვილის შექმნა შეძლეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შოტლანდიელმა და ირლანდიელმა სწავლულებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც ძვლების აღდგენაში დაეხმარება ადამიანებს, რომლებსაც კიდურის ამპუტაცია ელით. მკვლევარები სპეციალურ კამერაში უშვებდნენ რყევებს 20 ნანომეტრის ამპლიტუდით. შედეგად, მათ შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ნანოვიბრაციების გენერირებას ახდენს და ატარებს მათ კოლაგენის გელში მყოფ ღეროვან უჯრედებში. უჯრედებს შეუძლიათ დიფერენცირება ოსტეობლასტებად ანუ ძვლის უჯრედებად. ეს უჯრედები ქმნიან ძვლის ქსოვილს, რომელსაც შემდგომ, მოტეხილობებისა და დაზიანებული ძვლის ქსოვილის მკურნალობისთვის გამოიყენებთ. სწვლულები ამ მეთოდის გამოყენებას უახლოესი პერიოდისთვის გეგმავენ და ამ ქსოვილის დახმარებით, პაციენტისთვის ხელის მტევნის აღდგენას აპირებენ.