„ვიაგრა“ ალცჰაიმერის წინააღმდეგ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველასთვის ცნობილი, იმპოტენციის საწინააღმდეგო პრეპარატი „ვიაგრა“, შესაძლოა, ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენონ. „ბი ბი სი“-ს ინფორმაციით, სწავლულებმა კლივლენდის უნივერსიტეტიდან, 7.2 მილიონი ადამიანის ექვსწლიანი სამედიცინო ისტორია შეისწავლეს და დაადგინეს, რომ „ვიაგრას“ მომხმარებლებს შორის, გაცილებით იშვიათად ფიქსირდება ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევები.

კვლევებისას, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ „ვიაგრას“ მაღალი დოზები ტვინის უჯრედების ზრდას იწვევს. როგორც მეცნიერები აცხადებენ, კვლევის შედეგები დამამედებელია, თუმცა პრაქტიკაში მათ გამოსაყენებლად, დამატებითი ტესტების ჩატარებაა საჭირო. ამასთან, მკვლევარების თქმით, უკვე არსებული მედიკამენტის ახალი დანიშნულებით გამოყენება გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე დაავადების სამკურნალო ახალი პრეპარატის შექმნა.