ერთი პროცედურა მოხდენილი ფიგურისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რაც უნდა საკამათო იყოს, თანამედროვე სამყაროში ქალის სილამაზის აუცილებელი პირობა მისი სხეულის მოხდენილობაა. თანაც, ამ სილამაზის სტანდარტებმა ასაკობრივი ზღვარიც საკმაოდ შორს გადასწიეს. სუსტი სქესის ნებისმიერ წარმომადგენელს სურს, ლამაზი სხეული ჰქონდეს. საამისოდ კი ბევრს არ შეუძლია დიეტის დაცვა ან ფიზიკური ვარჯიშები. სწორედ ასეთი ადამიანების დასახმარებლად, კომპანია Invasix-მა შექმნა უნიკალური აპარატი Body Tite, რომელიც საშუალებას იძლევა, ზედმეტი ცხიმისგან სწრაფად და ძალიან ეფექტურად გათავისუფლდეთ.

ამ მეთოდში ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ჭარბი ცხიმის მოცილებას ერთი პრობლემური ზონიდან, სულ რაღაც, ერთი პროცედურა სჭირდება. თანაც, ამ ადგილზე კანი იჭიმება, უფრო ახალგაზრდავდება და ჩამოკიდებული კანისთვის დამატებითი პროცედურებიც აღარაა საჭირო. მეთოდი, რომელიც მიკროქორურგიის კატეგორიაში გადის, სრულფასოვანი პლასტიკური ოპერაციის ეფექტს იძლევა, თუმცა მისი ღირებულება გაცილებით ნაკლებია. როგორც კომპანიის სპეციალისტები ირწმუნებიან, მიღწეული შედეგები მრავალი წლის განმავლობაში ნარჩუნდება.