ყველაზე ძვირადღირებულ შოკოლადს ამზადებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეკვადორული შოკოლადის ბრენდი To’ak, რომელიც კაკაოს იშვიათი და უძველესი ჯიშისგან - Nacional-ისგან მზადდება, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ შოკოლადად დაასახელეს. კაკაო ხელით ირჩევა, რადგან გადამუშავებისას პროდუქტში მხოლოდ საუკეთესო მარცვლები მოხვდეს. კომპანია To’ak ცნობილია, როგორც ნოვატორი შოკოლადის დაძველებაში. ტკბილეული ხის კასრებში ძველდება და ამის გამო ის უნიკალურ გემოს, ფერსა და არომატს იძენს.

კომპანიის თანამშრომლები ექსპერიმენტებს ატარებენ არა მხოლოდ დაძველების ტექნიკაში, არამედ, შოკოლადში ისინი ამატებენ არომატოულ ნივთიერებებსაც - კამბოჯურ წიწაკა „კამპოტის“, ეკვადორული ხის პალო სანტოს, ან გალაპაგოსის ფორთოხლის არომატებს. შოკოლადი მხატვრულ შეფუთვაშია წარმოდგენილი და ხელნაკეთ ხის კონტეინერშია მოთავსებული. ამ შოკოლადის 50-გრამიანი ფილის ფასი 60-დან 490 დოლარამდე მერყეობს.