"იმედი მაქვს, რომ მსოფლიოსა და ბიზნესლიდერების იდეებისა და დისკუსიების შედეგად, დადებითი და ხელშესახები ცვლილებები გვექნება მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად" - ირაკლი ღარიბაშვილი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ირაკლი ღარიბაშვილი-იმედი მაქვს, რომ მსოფლიოსა და ბიზნესლიდერების იდეებისა და დისკუსიების შედეგად, დადებითი და ხელშესახები ცვლილებები გვექნება მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარეს, პროფესორ კლაუს შვაბსა და ჰილდე შვაბს მათი სახელით გამართულ მიღებაზე მიწვევისთვის მადლობას უხდის.

მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ მსოფლიოსა და ბიზნესლიდერების იდეებისა და დისკუსიების შედეგად დადებითი და ხელშესახები ცვლილებები იქნება მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.

“მადლობას ვუხდი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარეს, პროფესორ კლაუს შვაბსა და ჰილდე შვაბს მათი სახელით გამართული მიღებისთვის. იმედი მაქვს, რომ მსოფლიოსა და ბიზნესლიდერების იდეებისა და დისკუსიების შედეგად დადებითი და ხელშესახები ცვლილებები გვექნება მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად”,-წერს პრემიერ-მინისტრი.