რომელი პრეზიდენტია ჩართული გახმაურებულ მკვლელობაში? - ცხინვალი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გენადი კულაევი, რომელიც თითქმის ოცი წლის წინ იყო გახმაურებულ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, გარდაიცვალა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ამ სიკვდილში შესაძლოა პრეზიდენტი ალან გაგლოევი ფიგურირებდეს, თან იმ ფონზე, როცა საქმეში მისი ძმაც გამოჩნდა.

ცხინვალში მცხოვრები გენადი კულაევის უეცარმა გარდაცვალებამ კვლავ მიიპყრო სამხრეთ ოსეთის საზოგადოების ყურადღება – მათ გაახსენდათ 2004 წელს მომხდარი სამმაგი მკვლელობა.

ამ ამბის გამოძიება თვრამეტი წელი გაგრძელდა, მაგრამ ამ დრომდე არ დასრულებულა.

როგორც ეჭვმიტანილი, გარდაცვლილ კულაევთან ერთად, სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ძმა, ალექსანდრე გაგლოევიც გავიდა. ახლა კი ზოგი ამბობს, თითქოს გაგლოევის ხალხმა კულაევი სახიფათო მოწმის სტატუსით „მოაცილა“.

სხვები ამბობენ, რომ ის აწამეს.


ეჭვმიტანილი კულაევი გარდაიცვალა

გამქრალი მეწარმეების საქმე და სატვირთო მანქანა ვაშლებით

2004 წლის იანვარში, სამი მეწარმე ჩრდილოეთ ოსეთიდან და დაღესტნიდან ჩავიდა სამხრეთ ოსეთში ხილის საყიდლად და უკვალოდ გაქრა. სამივე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცველებმა მათ გაუჩინარებაზე გამოძიება დაიწყეს და ეჭვმიტანილები – გენადი კულაევი და ალექსანდრ გაგლოევი დააკავეს.

ალან გაგლოევი იმ დროს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში მსახურობდა.

პროკურატურა დანაშაულის სავარაუდო მოტივებს არ ახმაურებდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ვაშლით დატვირთული კამაზი, რომელიც სამ დაკარგულ მეწარმეს ეკუთვნოდა, როგორღაც ჩრდილოეთ ოსეთში აღმოჩნდა – ვიღაც მელსი კისიევმა ვლადიკავკაზის ბაზარში სცადა ამ ვაშლების გაყიდვა. მოგვიანებით მან ჩვენებაში აღნიშნა, რომ გენადი კულაევმა და ალექსანდრ გაგლოევმა აიძულეს წაეღო ეს ტვირთი.

მაგრამ რადგან დაკარგულთა ცხედრები ვერ იპოვეს, საქმე დაიხურა.

ეჭვმიტანილი კულაევი გარდაიცვალა.
თექვსმეტი წლის შემდეგ

16 წელი გავიდა: 2020 წელი იყო, სამხრეთ ოსეთს ხელმძღვანელობდა ანატოლი ბიბილოვი, ხოლო ალან გაგლოევი ოპოზიციურ “ნიხასის” პარტიის თავმჯდომარე იყო.

ივნისის ერთ დღეს, ცხინვალის გარეუბანში, წყლის არხში სამშენებლო სამუშაოების დროს, აღმოაჩინეს სამი ადამიანის გვამი, რომლებსაც თავში სამი ტყვია ჰქონდათ ნასროლი. სამხრეთ ოსეთის გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გაერთიანდა ერთ ტომად – 2004 წლის საქმესთან. ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო გენადი კულაევი და ალექსანდრ გაგლოევი კიდევ ერთხელ დააკავეს, მაგრამ ორივემ უარყო მონაწილეობა სამმაგ მკვლელობაში.

გამოძიებამ დააფიქსირა “გარკვეული მტკიცებულებები” მოიპოვა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. სამხრეთ ოსეთის გენერალურმა პროკურორმა მოსკოვსს მიმართა, მაგრამ ეს არ ღმოჩნდა საკმარისი.

დაღუპულთა ახლობლები დარწმუნებულნი იყვნენ არა მხოლოდ ალექსანდრ გაგლოევისა და გენადი კულაევის დანაშაულში, არამედ იმაში, რომ თავად ალან გაგლოევიც მონაწილეობდა ამაში.

ერთ-ერთი მოკლულის ძმა, დაღესტნელ ბაგანდოვი აცხადებს, რომ მკვლელების სახელები დიდი ხანია იცოდა, მაგრამ „ცხედრების აღმოჩენამდე მათი ციხეში ჩასმა არ იყო მიზანშეწოლილი.”

ბაგანდოვის თქმით, როდესაც ვაშლებით სავსე კამაზმა საბაჟოზე გაიარა, თავად ალან გაგლოევი მოყვებოდა მას Opel-ის მანქანით. ამ ფაქტს ადასტურებს გენერალური პროკურატურის მიერ შეგროვებული მასალებიც.იტანილი კულაევი გარდაიცვალა

სასამართლო, რომელიც არ იყო

სასამართლო პროცესი 2022 წლის გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნები დაემთხვა. ანატოლი ბიბილოვი ცდილობდა მეორე ვადით აერჩათ, მისი კონკურენტი კი ალან გაგლოევი იყო. გაგლოევმა საბოლოოდ გაიმარჯვა,მაგრამ კულაევი მალევე გარდაიცვალა

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სატელევიზიო დებატებში ალან გაგლოევმა უარყო ბრალდებები, რომ მისი ოჯახი მონაწილეობდა სამმაგ მკვლელობაში.

გამარჯვების შემდეგ, ის TASS-თან ინტერვიუში დაჰპირდა მოსახლეობას, რომ მისი ძმის და კულაევის სასამართლო პროცესი ღია და გულწრფელი იქნებოდა.

მაგრამ ინაუგურაციის შემდეგ რამდენიმე კვირაში ალექსანდრ გაგლოევი და გენადი კულაევი გაათავისუფლეს. საჯარო რეესტრში არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ და როდის მიიღო გადაწყვეტილება სასამართლომ მათი უდანაშაულობის შესახებ. არაოფიციალური ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ალან გაგლოევის პირადი დავალებით გაათავისუფლეს.

სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ახალ თავმჯდომარეზე სტატია იხილეთ აქ:

წყარო: jam-news.net