"წელს, პირველად საქართველოში გაიმართება ევრობასკეტი, ყველაფერი არის ამისთვის მზად, ჩვენ ვართ მზად, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ევრობასკეტს" - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

წელს, პირველად საქართველოში გაიმართება ევრობასკეტი, ყველაფერი არის ამისთვის მზად, ჩვენ ვართ მზად, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ევრობასკეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა საქართველოს კალათბურთის ნაკრებს ევრობასკეტზე წარმატებები უსურვა.

„წელს, პირველად საქართველოში გაიმართება ევრობასკეტი. ყველაფერი არის ამისთვის მზად. ჩვენ ვართ მზად, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ევრობასკეტს. პირველ სექტემბერს გაიმართება პირველი თამაში. საქართველო ითამაშებს პირველ სექტემბერს და ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვოთ წარმატებები ჩვენს საამაყო კალათბურთის ნაკრებს“, - განაცხადა პრემიერმა.