შს მინისტრმა ნდობის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. შეხვედრის შემდეგ მან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან რამდენიმე კომენტარი გააკეთა. გომელაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვარი მაღალ დონეზე კონტროლდება და ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ უპრეცენდენტოდ მოიმატა, სიმართლეს არ შეესაბამება.

საზღვარი ძალიან მაღალ დონეზე კონტროლდება - უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, მაქსიმალური აქცენტი გვაქვს უსაფრთხოებაზე, როგორც მწვანე საზღვარზე, ისე - გამშვებ პუნქტებზე. იყო ძალიან ხშირი საუბარი, თითქოსდა, უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში, ეს არი არის მართალი, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, 2019 წელთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ადამიანების რაოდენობა შემცირებულია. მან 2019, 2021 და 2022 წლის 24 თებერვლიდან 8 მარტამდე პერიოდების მონაცემები შეადარა ერთმანეთს.

„2020 წელს მთლიანად დაკეტილი იყო. 2019-სა და 2021- თუ შევადარებთ, იმაზე ნაკლებია შემოსული, ვიდრე იქამდე შემოდიოდა. ომის დაწყებიდან, 24-დან დღემდე, 13 დღის განმავლობაში, არის 20 000 ადამიანზე ოდნავ მეტი შემოსული, როცა, მაგალითად, 2019 წელს, 40 000 იყო შემოსული“, - აცხადებს გომელაური.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინის მოსახლეობას „მძიმე წუთები შეუმსუბუქოს“.

ძალიან რთული ვითარებაა უკრაინაში და დღითი დღე მძიმდება, იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები. თითქმის ორი კვირაა სარდაფებშია მოსახლეობა, არ აქვთ წყალი, დენი, აქვთ საკვების პრობლემები. ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ომი შეჩერდეს და მსხვერპლი აღარ იყოს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ უკრაინელებს მძიმე წუთები“,- აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ის, ასევე, საპროტესტო აქციებზე პოლიციელების მიერ აგრესიას გამოეხმაურა.
მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომელიც დგანან და ვაჟკაცურად ითმენენ. 3-4 დღე ეს ადამიანები გარეთ არიან ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება დაიცვან. და ამ დროს ტუალეტის ქაღალდს, ფქვილს აყრიან და კეტჩუპს ასხამენ თავზე. ეს არის ყოვლად მიუღებელი. არც ვიცი რა დავარქვა ამას. ჩემი აზრით, ეს არის არანორმალური საქციელი და ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან მკაცრად. ყოველთვის ასე იქნება“, - განაცხადა გომელაურმა. 

შინაგან საქმეთა მინისტრა, რუსეთ უკრაინის ომზეც ისაუბრა, მისი თქმით, ყველა კარგად ხედავს იმას, რომ ომი უკრაინას არ დაუწყია და მისი განცხადებით, კითხვა, თუ ვინ დაიწყო ომი, საერთოდ არ უნდა დაისვას.

ეს კითხვა მე მგონი არ უნდა დაისვას. ვინ დაიწყო ომი? პირდაპირ რუსეთმა გამოაცხადა, შეიყვანა ჯარები და დაიწყო ომი. ამას რა კითხვა უნდა. თვითონ პირდაპირ აღიარებენ, რომ შევედით ჯარებით და დავიწყეთ ეს ოპერაცია. ოპერაცია დაარქვეს მათ, მაგრამ ომია ხომ პირდაპირ. რა კითხვა უნდა? უკრაინას რომ არ დაუწყია ომი ყველა კარგად იცის, ხედავენ. ეს კითხვა მე მგონი დასასმელი არც არის, თუ ვინ დაიწყო ომი," - განაცხადა გომელაურმა.

ის ასევე, უკრაინის პრეზიდენტის კომენტარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ზელენსკის ნათქვამი, რომ ჩვენი მთავრობის ქმედება ამორალურია, არის მიუღებელი, რომელიც არ დიპლომატიაში და არც პოლიტიკაში

ახლა ომია და არ მინდა, რომ მძიმედ ვისაუბრო ზელენსკის მიმართ. მისი ნათქვამი, რომ ჩვენი მთავრობის ქმედება ამორალურია, არის მიუღებელი, რომელიც არც დიპლომატიაში და არც პოლიტიკაში ჯდება. პრემიერის გადაწყვეტილებებს მე მხარს ვუჭერ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც საქართველოს შეუძლია“, - ამბობს ვახტანგ გომელაური.