საპარლამენტო ჯგუფი "გირჩი" "ქართულ ოცნებასთან" კოალიციას არ გამორიცხავს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

"თუ იმას ამბობთ, რომ ბიძინასთან არცერთ შემთხვევაში არ უნდა შეხვიდე კოალიციაში, მაშინ ხარ ნაცი, მე კი ნაცი არ ვარ", — ამის შესახებ პარტიის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გადაცემა კვირის ფორმულაში განაცხადა.

მისი თქმით, "ვისთანაც მოუწევს თანამშრომლობა, ითანამშრომლებს, რადგან ეს მისი პროფესიაა".

"ბიძინას არ ვიცნობ, მასთან არასდროს არ მილაპარაკია და არ ვიცი, მასთან მოლაპარაკების რა შანსი მაქვს. არ ვიცი, დამთანხმდება თუ არა. ამ სულელებს კი ვიცნობ, ამათმა სიტყვის ფასი არ იციან… თუ იმას ამბობთ, რომ ბიძინასთან არცერთ შემთხვევაში არ უნდა შეხვიდე კოალიციაში, მაშინ ხარ ნაცი, მე კი ნაცი არ ვარ… მე ვისთანაც მომიწევს თანამშრომლობა, ვითანამშრომლებ, რადგან ეს პროფესია მაქვს", — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.