აქციის მონაწილეები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საპროტესტო აქციამ მთავრობის კანცელაროასთან გადაინაცვლა.

აქციის ორგანიზატორები და პოლიტიკური პარტიების ლიდერები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

ლოზუნგი “არა რუსულ კანონს” შეიცვალა მოწოდებით “არა რუსულ მთავრობას”!

„მშვიდობიანად, მშვიდად, წყნარად წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან. მოვითხოვოთ, გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს. ჩვენ ვართ მშვიდობიანი მანიფესტანტები, დემონსტრანტები, არავინ აჰყვეს პროვოკაციას. წავიდეთ კანცელარიასთან და მოვითხოვოთ ამ კანონის უკან დაბრუნება და დაკავებულების გათავისუფლება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ცუცქირიძემ.

საპროტესტო აქცია მესამე დღეა, მიმდინარეობს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო.