„მგონია, რომ ტექნიკური ხარვეზია და არა - ზეწოლის შედეგად მიღებული გადაწყევტილება - იაგო ხვიჩია ISFED-ზე

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ISFED-ის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების ჩასწორებასთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ საქმე მართლაც ტექნიკურ ხარვეზთან გვაქვს და არა - ზეწოლის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებასთან. "მე ძალიან მიჭირს ვიღაცას დავაბრალო ზეწოლის ქვეშ არის და ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, თუ ამას თვითონ არ ამბობს და არ ადასტურებს. არ შემიტყვია სახეზეც რომ ზეწოლის შედეგად არის გადაწყვეტილება მიღებული, რატომღაც მგონია, რომ ტექნიკური ხარვეზია მართლა ამ შემთხვევაში და ძალიან ცუდი ტექნიკური ხარვეზია, არ არის ჩვეულებრივი ტექნიკური ხარვეზი. მე არ ვიტყვი, რომ ყველაფერი ამ ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია, მაგრამ ამ ტექნიკური ხარვეზის როლიც მნიშვნელოვანია იმ  სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც ახლა ჩვენ ვართ,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.