17 თებერვალს მსოფლიოს ჩემპიონი გავხდები

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მომავალი წლის 17 თებერვალს დიდი დღეა... ქართული სპორტისთვის ძალიან დიდი. UFC-ში პირველად მოხდება, რომ ქამრისთვის ქართველი იჩხუბებს. 26 წლის ილია თოფურია, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარს, მოქმედ გამარჯვებულს ავსტრალიელ ალექსანდ ვოლკანოვსკის შეეცილება. ვოლკანოვსკი 35 წლის კი გახლავთ, მაგრამ ქამარს 2019 წლიდან ფლობს და მისი დაცვა ხუთჯერ მოახერხა. ახლაც, ქართველ პრეტენდენტს ემუქრება და ამბობს, რომ ქამარს არც მას დაუთმობს. ცნობისათვის, ილიას UFC-ში 6 ბრძოლა აქვს გამართული და ექვსივეში იმარჯვა, ვოლკანოვსკის კი 13 შეხვედრის წილ, ამდენივე გამარჯვება აქვს.

„დღეს, 1 დეკემბერს, ოიციალურად იწყება მოსამზადებელი პერიოდი, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. სულ მალე ეს ოცნება ახდება. უკან რომ ვიხედები და ვიხსენებ, რაც გამოვიარე აქამდე მოსასვლელად, მადლიერებით ვივსები. მადლობა უფალს იმ ძალისთვის, რომელიც არასოდეს მტოვებდა და მუდამ მეხმარებოდა წინააღმდეგობების დაძლევაში. ახლა იწყება მაქსიმალური კონცენტრაციის პერიოდი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს უპირობო მხარდაჭერისთვის“ ყველანი მიყვარხართ! 17 თებერვალს მსოფლიოს ჩემპიონი გავხდები!“ - ეს წერილი ილია თოფურიამ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა და დიდი იმედი გვაქვს, რომ 17 თებერვალს თოფურიას სახით, UFC-ში პირველ იქართველი მსოფლიოს ჩემპიონი გვეყოლება.