ავსტრალიაში ჯოკოვიჩს ებრძვიან

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სეზონის პირველი დიდი საჩოგბურთო ტურნირი გახურდა და ავსტრალიურ კორტებზე უძლიერესი ჩოგბურთელები ერთმანეთს ეჯიბრებიან. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ავსტრალიური პუბლიკა მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს არ სწყალობს და მის მიმართ აგრესიას არ მალავს.

მორიგი ინციდენტი 1/32-ფინალის სტადიაზე მოხდა, რომელშიც ჯოკოვიჩი ენცო კუაკოს ეთამაშებოდა და პირველი სეტის დამაჯერებლად, 6:1 მოგების შემდეგ, ნოვაკმა მეორე სეტი 6:7 დათმო და სანამ თამაშს განაახლებდა, ის მსაჯთან მივიდა.

„ტრიბუნებზე მთვრალი ადამიანების ჯგუფია, ისინი თამაშში ხელს მიშლიან. ისინი არ არიან აქ თამაშის საყურებლად მოსულები, მაგრამ იმიტომ მოვიდნენ, რომ ხელი შემიშალონ. ათჯერ მაინც ხომ გაიგეთ მათი ყვირილი? მე უფრო მეტჯერ გავიგე და მოვითხოვ, დაცვამ ისინი ტრიბუნებიდან გაიყვანოს და თამაშის შესაძლებლობა მომეცეს“, - განაცხადა ნოვაკმა.

სერბი ჩოგბურთელის პროტესტი დაკმაყოფილდა და დაცვამ მთვრალი ოთხეული ტრიბუნებიდან გაიყვანა... მომდევნო 2 სეტი ჯოკოვიჩმა 6:2, 6:0 მოიგო და 1/16-ფინალში გავიდა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე