საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაასრულა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მარცხით და ჯგუფში ბოლოსწინა, მეოთხე ადგილით დაასრულა, ანუ მოხდა ის, რასაც ბევრი ელოდა და ჩვენმა გუნდმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა. სასწაული კი, ჯგუფში შოტლანდიის, ნორვეგიის ან ესპანეთის ჯობნა იქნებოდა, მაგრამ ამ ასქმიდან არაფერი გამოვიდა. ისე, ვინც იტყვის, რომ შოტლანდია, ნორვეგია და ესპანეთი მაღალი დონის ნაკრებები არიან, მართალი არ იქნება. ესპანეთს თავი დავანებოთ და შოტლანდია თუ ნორვეგია, დაახლოებით იგივე კალიბრის გუნდები გახლავან, როგორიც შვედეთია და შვედები კიდევ, მაშინ, როცა ჩვენ სქოთებს თბილისში ფრე ვეთამაშეთ, აზერბაიჯანის ნაკრებმა ბაქოში 3:0 გააკრაბეჭებზე და თანაც, ლამის მთელი მეორე ტაიმი ჩვენმა მეზობლებმა 10 კაცით ითამაშეს. ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში ორი შეხვედრა მხოლოდ კვიპროსს მოუგო, ნაკრებს, რომელმაც ყველასთან ყველა მატჩი დათმო და ეს სათვალავში ჩასაგდები აშკარად არაა. კვიპროსულ ფეხბურთს აშკარად ცუდი პერიოდი უდგას და უფრო ცუდი ის გახლავთ, რომკ სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა თემურ ქეცბაიას მწვრთნელობა.

ახლა, რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრებს. შოტნალდიელთა თავკაცი თბილისში ჩამოსვლისთანავე აცხადებდა, რომ მის გუნდს მოტივაცია არ ჰქონდა, რადგან სქოთები ევროპის ჩემპიონატზე უკვე მოხვდნენ და აქაური ქულები არაფერში სჭირდებოდათ. ამის მიუხედავად, მათმა თავკაცმა დაიქადნა, ბოლომდე ვიბრძოლებთ და იოლად არაფერს დავთმობთო, რაც საქმით დაამტკიცა კიდეც და ჩვენს გუნდს შოტლანდიელებმა სამი ქულა ჯიბიდან მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ამოაცალეს. მოდით, ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვთქვათ - ჩვენმა ნაკრებმა შოტლანდიასთან 2 გოლი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გაიტანა და ეს არ იყო რაიმე დამუშავებული კომბინაციებისა და მწვრთნელის ტაქტიკური ჩანაფიქრის შედეგი. არ ეტყობოდა ჩვენს ნაკრებს მწვრთნელის ხელი და ამაზე ხმამაღლა საუბრობს ყველა, ვისაც ფეხბურთში რამე გაეგება. თუნდაც ის რად ღირს, რომ შოტლანდიელებს ბურთი დავუთმეთ, მეორე ნომრად ვითამაშეთ და კონტრ-შეტევების იმედად ვიყავით. არაა შოტლანდია ის გუნდი, სტუმრად პირველ ნომრად ითამაშოს და ჩვენ ამის შესაძლებლობა მივეცით.

რაც შეეხება ესპანეთთან შეხვედრას. თბილისური 1:7-ის შემდეგ, არამარტო მეტოქის, არამედ ზოგადად, საფეხბურთო სამყაროს თვალში რეაბილიტაცია აუცილებლად გვჭირდებოდა. მატჩი ესპანელთა უპირატესობით დაიწყო და მეოთხე წუთზე გოლიც გავიდა. გულშემატკვირათ ა უმრავლესობა, მორიგი კოშმარისთვის მოემზადა, მაგრამ ისევ ჩაკვეტაძის პასით, ისევკვარაცხელიამ შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა მაინც იძალეს და კდიევ 2 გოლი გაიტანეს, თუმცა, რომ არა გიორგი მამარდაშვილი, სხვაობა ბევრად მეტი იქნებოდა.

რა დაგვანახა ამ ორმა შეხვედრამ? პირველ რიგში ის, რომ გუნდს მწვრთნელის ხელი არ ეტყობა, სამივე გოლი (ორი შოტლანდიასთან, ერთი ესპანეთთან), ფეხბურთელთა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავიტანეთ, სამივეჯერ საოცარი პასი გააკეთა გიორგი ჩაკვეტაძმ და სამივეჯერ შეასრულა ხვიჩა კვარაცხელია, მარტში, პლეი-ოფის მატჩებისთვის, ეს საკმარისი რომ არ იქნება, ახლავე შეიძლება ვთქვათ და თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმეს ვაჭარბებთ და არარეალურს ვითხოვთ... აგერ, მოლდოვამ ბოლო ტურამდე შეინარჩუნა ჯგუფიდან გასვლის შანსი, იგივე ქნა ყაზახეთმაც და მოლდოვა-ყაზახეთს წესითა და რიგით, კი უნდა ვჯობდეთ. ყოველ შემთხვევაში, მათ შემადგენლობაში, იმ დონის ფეხბურთელები, როგორიც ჩვენ გვყავს, უბრალოდ არ არიან.