17 მარტს მეფე-პოეტი გალაკტიონ ტაბიძე გარდაიცვალა - ნახეთ ვიდეოკადრები ოქროს ფონდიდან

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

1959 წლის 17 მარტს გალაკტიონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გალაკტიონის ძმისშვილი, პროფესორი ნოდარ ტაბიძე,  ბიძის გარდაცვალებამდე (1959 წლამდე) ბოლო 12 წელი, მასთან ერთად ცხოვრობდა. იგი ყველაზე რეალურად იხსენებს თავის წიგნებსა და ინტერვიუებში გალაკტიონს - მას კოსმიურ არსებას უწოდებს.

ნოდარ ტაბიძე ერთ-ერთ ინტერვიუში გვიამბობს გალაკტიონის გარდაცვალების ეპიზოდს: "სამი დღე დავდევდი, რომ წამეყვანა საავადმყოფოში, ეს იყო ერთადერთი გზა, რასაც ლოთობის პერიოდი ერქვა. როდესაც სიმთვრალიდან სიფხიზლეში გადმოდის ადამიანი, ამ დროს სიფრთხილეა საჭირო, შეიძლება საშინელება ჩაიდინოს პიროვნებამ, სწორედ ეს დაავიწყდათ სამკურნალო კომბინატში. ფანჯრის წინ სკამი იდგა, სკამზე ლამაზად დაკეცილი ხალათი ეკიდა, მე ასე ვხსნი ამას, გალაკტიონი ქვემოთ ზღვას ხედავდა, ლივლივა ზღვას. კეცავს ამ პერანგს, დებს სკამზე და გადაეშვება. გადაეშვება და ფხიზლდება." ეს ისტორია ნოდარ ტაბიძემ დაწერა და გაუგზავნა საპატრიარქოს. ამის შემდეგ, ნოდარ ტაბიძე და კათალიკოსი მივიდნენ მთაწმინდაზე და გალაკტიონს გადაუხადეს რიტუალი, მოხსნა ის ბრალდება, რაც თვითმკვლელებს ედებათ!