უდიდეს მწერალსა და პოეტს, ოთარ ჭილაძეს დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს, 20 მარტს, უდიდესი მწერლის დაბადების დღეა, ოთარ ჭილაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. პროზაიკოსი, პოეტი და დრამატურგი 1933 წლის 20 მარტს სიღნაღში დაიბადა. 1998 წელს ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად. ოთარ ჭილაძე სიცოცხლეშივე აღიარეს კლასიკოს მწერლად და მას მკითხველის სიყვარული არასდროს მოკლებია. 

"თა­ვი­დან­ვე იმი­ტომ ეძ­ლე­ვა ადა­მი­ანს სი­ცო­ცხლე - სიკ­ვდი­ლის­თვის რომ მო­ემ­ზა­დოს... არც სულ სი­ცო­ცხლე ვარ­გა და არც სულ სიკ­ვდი­ლი, რო­დის­მე ერ­თიც მოგ­წყინ­დე­ბა და მე­ო­რეც"

ოთარ ჭილაძის ძმა, თამაზ ჭილაძე, რომელიც ასევე მწერალი და პოეტი იყო, ერთ-ერთ ინერვიუში ძალიან კარგად აღწერს საკუთარი ძმის თავდადებას და სიყვარულს საკუთარი საქმის მიმართ:

"პირველს ყოველთვის, ოთარს ვაკითხებდი და ისიც ასევე იყო. ერთმანეთის დაუნდობელი კრიტიკოსები ვიყავით. კიდევ კარგი, რომ ასე ვიყავით. ვიცოდი, ამის უკან არაფერი იმალებოდა - მხოლოდ კეთილი სურვილი, რომ უკეთ დაგვეწერა. თუ ვინმე მოისმენდა ჩვენს კამათს, ეგონებოდათ, რომ მტრები ლაპარაკობდნენ, არადა, საუბრობდა ორი ძმა, რომელთაც მართლა აინტერესებდათ, რომ ნაწერი კარგი ყოფილიყო. თვითონაც არაჩვეულებრივი თვისება ჰქონდა, როგორც ნამდვილ მწერალს შეეფერება: მოსმენის, კრიტიკის მიღების. მე რომ რომანებს ვწერ, იმხელა ნაკვეთები ამოუღია თავისი რომანიდან. უზარმაზარ ნაკვეთებს თავისუფლად ამოიღებდა, იმიტომ რომ სჯეროდა, მართალი ვიყავი. ჩვენ, შეიძლება, ასე თუ ისე კარგი მწერლები ვართ, მაგრამ ოთარი მოვლენაა. დანიელებმა ტყუილად კი არ დაწერეს, "საქართველო დააბრუნა ევროპის რუკაზეო". ნობელის პრემიის ნომინანტი იყო, ორ წელიწადს რომ დასცლოდა მიიღებდა, რაც მთელი საქართველოსთვის დიდი ამბავი იქნებოდა."

უცხოეთის ქვეყნებში არც ერთ ქართველ მწერალს არ ჰქონია იმდენი და ისეთი გამოხმაურება, რამდენიც ოთარ ჭილაძის რომანებს ჰქონდა. 1 ოქტომბერს, გამთენიისას, ქართველი მწერალი ოთარ ჭილაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

გთავაზობთ ოთარ ჭილაძის ერთ-ერთ განსაკუთებულ ლექსს, რომელსაც თავად მწერალი კითხულობს , ეს ლექსი ოთარ ჭილაძეს ძალიან უყვარდა.