ევროვიზია 2023-ზე საქართველოს წარმომადგენლის, ირუ ხეჩანოვის საკონკურსო სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა ევროვიზიის ოფიციალურ იუთუბარხზე გუშინ, 18:00 საათზე გაიმართა.
საკონკურსო სიმღერის – Echo-ს ავტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტი კი თავად ირუს და ბენი ქადაგიძეს ეკუთვნით. სიმღერის ვიდეორგოლი ზაზა ორაშვილმა გადაიღო. ქორეოგრაფიაზე – გიორგი ტორიაშვილმა, მხატვრობაზე – შაკო პოპიაშვილმა, ხოლო კოსტიუმებზე მარიკა ქურდუბაძემ იმუშავეს.
რიგით 67-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს 9, 11 და 13 მაისს დიდი ბრიტანეთის ქალაქი ლივერპული უმასპინძლებს.
2023 წლის ევროვიზიაზე 37 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. საქართველო მაყურებლის წინაშე 11 მაისს, მეორე ნახევარფინალურ საღამოზე წარდგება.
ევროვიზიის ოფიციალურ იუთუბარხზე საქართველოს წარმომადგენლის, ირუ ხეჩანოვის ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი