"ქართველ ახალგაზრდებს ვეტყოდი, სულ წინ იარეთ და არ გაჩერდეთ მაშინაც კი, თუ თქვენს ოცნებებზე გაიცინებენ"- გიორგი კოპალიანის ისტორია, რომელმაც აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გიორგი კოპალიანი აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში უკვე ორგზის სტიპენდიანტია.

21 წლის ასაკში ამერიკული უნივერსიტეტის ბაკალავრის სტუდენტი სრული, 100%-იანი დაფინანსებით გახდა.

„ეს არის ბიჭი, რომელმაც ცხოვრებაში ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს თავისით მიაღწია“ - ასე ახასიათებენ მას მეგობრები. გიორგიმ დიდი გზა გაიარა საქართველოდან აშშ-მდე და დღეს თავის ახდენილ ოცნებას პირისპირ უყურებს. როგორია მისი ცხოვრება აშშ-ში; რა გზა გაიარა და როგორ შეძლო აშშ-ის უნივერსიტეტში ორჯერ სრული დაფინანსების მოპოვება? - ამ ყველაფერზე გიორგი კოპალიანი „ვერსიას“ ესაუბრა:

 „17 წლისამ დავამთავრე ქალაქ ფოთის მე-8 საჯარო სკოლა, რომის მეშვეობითაც შემდგომში საკუთარი თავის რეალიზება მოვახდიე, საშუალო სკოლამ საკუთარი თავის რწმენა მომცა.

ამერიკა ჩემთვის არ იყო პირველი ქვეყანა რომელშიც ვიმოგზაურე. აშშ-ში გამგზავრებამდე ვცხოვრობდი და ვმუშაობდი გერმანიაში, სადაც გავატარე 2 წელი. გერმანიაში წასვლა გადავწყიტე მას შემდეგ, რაც სკოლა დავასრულე. 20 წლის ასაკში კი აშშ-ში ჩამოვედი.

ამჟამად ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში და ვსწავლობ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, ეს არის “მარკონის მაიამის საერთაშორისო უნივერსიტეტი”. ბევრი მეცადინეობის და თავდაუზოგავი შრომის წყალობით, მოვიპოვე 100% დაფინანსება, აქედან 50% უნივერისტეტისგან არის ხოლო 50% კერძო კომპანიისგან, რომელიც წარმატებულ სტუდენტებს აფინანსებს და მე შევძელი ერთ-ერთი მათგანი ვყოფილიყავი.

ქართველ ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს ვეტყოდი, რომ თუ მათ რამე მთელი გულით სურთ და ამაზე ძალიან ბევრს მუშაობენ, აუცილებლად აქცევენ რეალობად. მერწმუნეთ ფინანსები არის მეასე ხარისხოვანი მაშინ, როცა მიზანი გამოძრავებს. შეერთებულ შტატებში  ჩამოსავლელად მხოლოდ 60 ევროს გადახდა მომიწია, ესეც მხოლოდ საკონსულოს მომსუხრების თანხა. სულ წინ იარეთ და არასდროს გაჩერდეთ. არ გაჩერდეთ არც მაშინ, თუ შენს გეგმებზე და ოცნებებზე გაიცინებენ.“ - ამბობს გიორგი კოპალიანი

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი