ქვემო სამგორში, ქინძმარაულის შესახვევში გზის მოწყობა-რეაბილიტაცია ხორციელდება

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
ქვემო სამგორში, ქინძმარაულის შესახვევში, N18 და N19 კორპუსების მიმდებარედ, გზის მოწყობა-რეაბილიტაცია ხორციელდება.
 
პროექტით გათვალისწინებულია, დაახლოებით, 4 200 კვ. მ ფართობის გზის კეთილმოწყობა, რომლის ფარგლებშიც, რეაბილიტირდება შიდა კვარტალური გზები და მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები.
პროექტის ბიუჯეტი, დაახლოებით, 330 000 ლარს შეადგენს.
 
მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.