სამგორის რაიონის გამგებელმა, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
პირველი შეხვედრა ნასაგურსა და ლილოს დასახლებაში გაიმართა.
ნასაგურის მცხოვრებლებთან შეხვედრისას, ძირითად საკითხად სკვერისა და სპორტული სივრცის მოწყობა დასახელდა, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება. მათ ნაძვების ქუჩაზე სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერების დამონტაჟებაც მოითხოვეს.
ლილოს დასახლებაში მოქალაქეებმა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, კორპუსებში ჩასატარებელი სამუშაოების აუცილებლობაზე ისაუბრეს, სადაც, ასევე, ყურადღება გამახვილდა მომავალში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.
მოსახლეობასთან შეხვედრები ადგილობრივ მცხოვრებლებთან 30 მაისის ჩათვლით, კვირაში სამჯერ, რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება, რომლის მიზანს მოქალაქეების ჩართულობით პრობლემების გამოვლენა და შესასრულებელი სამუშაოების ერთობლივად დაგეგმვა წარმოადგენს.