სამგორის რაიონის გამგეობა აკაკი ჩხენკელის ქუჩის მეორე და მესამე შესახვევში ასფალტის საფარის მოწყობის მეორე ეტაპს ახორციელებს.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გზის საფარი, 1 730 კვ. მ ფართობზე კეთილმოეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტში გათვალისწინებულია დაახლოებით, 134 274 ლარი. საგზაო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „სკინჩი“ ახორციელებს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა.
პროექტის მიმდინარეობას სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.