გონებრივი შესაძლებლობები წყალზეა დამოკიდებული

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები წყალზეა დამოკიდებული, - ასეთ განცხადებას აკეთებენ ამერიკელი სწავლულები. მათი თქმით, წყალი შეუცვლელი რესურსია ორგანიზმისთვის და ასევე, სუბსტანციაა, რომელიც ტვინის მუშაობას უზრუნველჰყოფს. მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ თავის ტვინის შიგნით განთავსებულია რეცეპტორები, რომლებიც აქტიურდებიან ორგანიზმში წყლის მიწოდებით. ამ რეცეპტორების ამოცანაა, გაძლიერონ ტვინის აქტიურობა სპეციალური ენერგეტიკული პროცესების ხარჯზე.

სწავლულები გვირჩევენ, წყალი ქაოტურად კი არა, არამედ, გარკვეული რეჟიმის დაცვით მივიღოთ. მაგალითად, რამდენიმე ყლუპი დავლიოთ საუზმემდე და საუზმის შემდეგ, ხოლო დღის განმავლობაში - სისტემატურად, ერთსა და იმავე დროს. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ამგვარად, ტონუსი მოიმატებს მთელ ორგანიზმში, ადამიანი მეტი ენერგიით აღივსება და მისი ინტელექტუალური უნარებიც გაუმჯობესდება. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წყალი ხარისხიანი ანუ მაქსიმალურად სუფთა იყოს.