კიბოს გამომწვევი პროდუქტები დაასახელეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანულმა ჟურნალმა Which, რომელიც სამომხმარებლო პროდუქციისა და მომსახურების შემოწმებაზეა სპეციალიზებული, ყველაზე უფრო საშიში პროდუქტებისა და საკვები დანამატების სია გამოაქვეყნა, რომელთაც სიმსივნის გამოწვევა შეუძლიათ. ყველაზე უფრო საფრთხის შემცველ პროდუქტად, რომელიც ზრდის კუჭ-ნაწლავის კიბოს რისკს, სპეციალისტებმა წითელი გადამუშავებული ხორცი - ბეკონი, შაშხი და „სალიამი“ მიიჩნიეს. შენახვის ვადის გაზრდისა და გემოს ხარისხის შესაცვლელად, მას ნიტრატებსა და ნიტრიტებს უმატებენ, რაც კანცეროგენებია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ დღეში 50 გრამიც კი ასეთი გადამუშავებული ხორცი ნაწლავების კიბოს რისკს 18%-ით ზრდის. იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდიან ონკოლოგიურ რისკებს, შედიან პესტიციდები, საკვები დანამატები და ხელოვნური საღებავები. ამას ემატება თამბაქო და ალკოჰოლი. ამ საუკუნის დაავადების თავიდან ასაცილებლად, გამოცემა გვირჩევს ისეთი სუპერპროდუქტების მოხმარებას, როგორებიცაა კურკუმა, მწვანე ჩაი, მოცვი, ბროწეული, ცხიმიანი თევზი, სხვადასხვა ბოსტნეული და ხილი, ასევე, უჯრედისი.