კორონავირუსს ლუდით კურნავენ

News
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კორონავირუსის შედეგების მკურნალობის ახალი მეთოდი გერმანიაში დაფიქსირდა. მისი ავტორი ქალაქ შვერინის საავადმყოფოს პულმონოლოგი, რიჰარდ ჰოლბრიხია, რომელმაც სტანდარტული პროტოკოლებით მკურნალობის ნაცვლად, ძირითად პრეპარატად ქარვისფერი სასმელი გამოიყენა. კვლევების შედეგების მიხედვით, წლის დასაწყისიდან დღემდე, კორონავირუსით დაავადებული მისი 3 ათასი პაციენტიდან, არც ერთი არ გარდაცვლილა. ავადმყოფების რეაბილიტაცია კი ორჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობდა. გერმანიის ჯანდაცვის ექსპერტებმა ჰოლბრიხის თერაპია ეფექტურად აღიარეს.

„მიმაჩნია, რომ მთავარი ორგანიზმის მოტივირებაა - დაძლიოს დაავადება. საამისოდ კი მკურნალობა სასიამოვნო უნდა იყოს. პაციენტები სტიმულს იღებენ. საინტერესოა, რომ ლუდს შესანიშნავად იღებდნენ ისინიც კი, რომლებიც ხელოვნურ კომაში იმყოფებოდნენ. ორ-სამ დღეში, მათ აპარატებიდან ვხსნიდით და ჩვეულებრივ პალატაში გადაგვყავდა“, - აცხადებს დოქტორი ჰოლბრიხი.

მისი თქმით, ლუდით დამოუკიდებლად მკურნალობა არ ღირს, რადგან ადამიანი საკუთარ თავს ზუსტ თერაპიას ვერ დაუნიშნავს. ექიმი კი, ანალიზებზე დაყრდნობით, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს - ქარვისფერი სასმელის ბრენდსა და მის რაოდენობასთან დაკავშირებით.