არ არის აცრა, არ არის ტელეფონი

News
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არ გაქვს გაკეთებული აცრა? - არ გექნება წვდომა მობილურ კავშირზე! პაკისტანში, პენჯაბის პროვინციაში გადაწყვიტეს, მობილური კავშირი გამოურთონ იმ მაცხოვრებლებს, რომლებიც უარს ამბობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადამიანებს არ სურთ აცრა, რადგან ცუდად არიან ინფორმირებულნი ვაქცინის უპირატესობაზე და გვერდითი მოვლენების ეშინიათ. მთავრობაში იმედოვნებენ, რომ სადამსჯელო ღონისძიება, რომელიც მობილურ ტელეფონებს ეხება, შედეგს გამოიღებს და ყოველდღიურად იმუნიზაციის პროცესს, დაახლოებით, 420 ათასი ადამიანი შეუერთდება.