93 წლის ქალმა ბუკინგემის სასახლე მოქსოვა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

93 წლის ინგლისელმა, მარგარეტ სიმენმა ბაწრისგან ბუკინგემის სამეფო სასახლე მოქსოვა, რომელიც ადამიანის სიმაღლისაა. 2.4X1.5მ-ზე ზომის ხელოვნების ნიმუში სიმენის მშობლიურ ქალაქ ნორიჩის გამოფენაზე იყო წარდგენილი. მქსოველს სასახლის ფასადისა და სხვა პატარა დეტალების შექმნაზე რვა თვე დასჭირდა, თანაც მარგარეტი თვალებზე ორ ოპერაციას შორის შუალედში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ამ ინგლისელ ქალს უკვე მოქსოვილი აქვს სხვა სამეფო რეზიდენციის _ სანდრინჰემის ასლი. მაშინ ნაქსოვის ავტორმა პირადად გაიცნო დედოფალი ელისაბედ II. ბუკინგემის სასახლე, ხანდაზმული მარგარეტისთვის, რომელსაც უკვე 13 შვილთაშვილი ჰყავს, მისი ბოლო ნამუშევარი იქნება. სიმენის შემოქმედება დიდი პოპულარობით სარგებლობს მნახველებში. საკუთარი ნახელავებით ეს ინგლისელი ქალბატონი ფულს აგროვებს ქველმოქმედებისთვის. დღეისთვის, მან უკვე 100 ათასი გირვანქა სტერლინგი მოაგროვა.