გვიანი მშობიარობა სიმსივნისგან იცავს

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მანდილოსნები, რომელთაც შვილის ყოლა გვიან გადაწყვიტეს და ბავშვი 33-37 წლის ასაკში, ბუნებრივი გზით გააჩინეს, ორჯერ ზრდიან ალბათობას, რათა დიდხანს იცოცხლონ. ასეთი ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა სწავლულებმა გაავრცელეს. გვიან ასაკში დედობამ, შესაძლოა, გარკვეული ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს, მაგრამ მას ბევრი პოზიტივიც ახლავს. ამის დამტკიცება ამერიკელმა სპეციალისტებმა გადაწყვიტეს და სპეციალური გამოკვლევაც ჩაატარეს. მასში აშშ-სა და დანიის მცხოვრები, 5 ათასი მანდილოსანი მონაწილეობდა. კვლევის პროცესში გაირკვა, რომ იმ ქალბატონებს, რომელთაც 33-37 წლის ასაკში გააჩინეს შვილები, ორჯერ მეტი შანსი ჰქონდათ, უფრო დღეგრძელები ყოფილიყვნენ.

დღესდღეობით, მეცნიერები ვერ აანალიზებენ ამ კანონზომიერებას. მათი მოსაზრებით, იმ ქალებს, რომელთაც გვიან ასაკში გადაწყვიტეს და შეძლეს შვილის გაჩენა, უფრო კარგი ჯანმრთელობა აქვთ, ვიდრე მათ სხვა თანატოლებს, რომლებმაც დაფეხმძიმება ვერ მოახერხეს. სამხრეთ კალიფორნიელი სწავლულები კი აცხადებენ, რომ მანდილოსნებს, რომლებიც 30 წლის მერე გახდნენ დედები, შვილის გაჩენა ონკოლოგიური დაავადებებისგან იცავს. გვიანი მშობიარობის წყალობით, მათ თავიდან აირიდეს ესტროგენზე დამოკიდებული კიბოს განვითარება, ასევე, თავს იცავენ უფრო იშვიათი და აგრესიული ონკოლოგიური დაავადებებისგან, რომლებიც ჰორმონებზე დამოკიდებულნი არ არიან.