ყველაზე პატარა ჩვილი კლინიკიდან გაწერეს

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოში ყველაზე პატარა ახალშობილი გოგონა, რომელიც ორსულობის 24-ე კვირას გაჩნდა და მხოლოდ 212 გრამს იწონიდა, სინგაპურის საავადმყოფოდან გაწერეს. იუ სუანიმ კლინიკაში 13 თვე გაატარა. ნაადრევი მშობიარობის მიზეზი გოგონას დედის მაღალი წნევა გახდა, რასაც, შესაძლოა, ორივეს - ბავშვისა და დედის სიკვდილი მოჰყოლოდა. ამიტომ, მედიკოსებმა გარისკეს და ვადაზე 4 თვით ადრე, საკეისრო კვეთა ჩაატარეს. მიუხედავად იმისა, რომ ექიმების პროგნოზი დამაიმედებელი არ იყო, ბავშვი გადარჩა. მისი მკურნალობისთვის, მოხალისებმა, დაახლოებით, 367 ათასი დოლარი შეაგროვეს. გოგონა უკვე 6.3 კილოგრამს იწონის და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.