კორონავირუსს შეუძლია ადამიანის ინტელექტის შეუქცევადად დაქვეითება - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ლონდონის საიმპერატორო კოლეჯისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის სწავლულები. ბრიტანელმა სპეციალისტებმა ექსპერიმენტი 81 337 ადამიანზე ჩაატარეს, რომელთაგან 12 689-ს, სხვადასხვა გართულებებით, გადატანილი ჰქონდა ვირუსი. მოხალისეებმა ტესტი გაიარეს, რომლითაც მათი კოგნიტური შესაძლებლობები შემოწმდა. მკვლევართა თქმით, ვირუსგადატანილთა უმრავლესობას, დავალების შესრულებისას პრობლემა უფრო ხშირად ექმნებოდა, ვიდრე მათ, რომლებსაც COVID-19 ჯერ არ შეხებიათ. ყველაზე მეტად კი პრობლემა იმ პაციენტებს ჰქონდათ, რომლებსაც ავადმყოფობისას ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია დასჭირდათ - მათი ინტელექტის კოეფიციენტი შვიდი პუნქტით დაეცა. სწავლულებმა ისიც გაარკვიეს, რომ ეს პრობლემა შეუქცევადია.
კორონავირუსი ინტელექტს აქვეითებს
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი