კიდევ ერთხელ წითელ ღვინოზე

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მეცნიერებმა მთელი რიგი გამოკვლევები ჩაატარეს და დაადგინეს, რომ წითელ ღვინოს სარგებელი მოაქვს მათთვის, რომლებსაც ცხოვრების წესის გამო, დიდხანს ჯდომა უხდებათ ან ფიზიკურად არასაკმარისად აქტიურები არიან. წითელი ღვინის შემადგენლობაში შედის ინგრედიენტი, სახელწოდებით - რესვერატროლი, რომელიც მკვლევარებმა მღრღნელების ორ ჯგუფზე გამოსცადეს. ერთ ჯგუფში, რომელსაც პერიოდულად აძლევდნენ რესვერატროლს, მალევე აღმოაჩინეს მექანიზმები, რაც დადებით გავლენას ახდენდა ორგანიზმზე. როგორც სწავლულები აღნიშნავენ, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პერიოდულად, ადამიანისთვის აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა, თუმცა ზოგიერთისთვის, ამგვარი აქტივობა მეტად პრობლემატურია. სწორედ, ასეთი „ზარმაცების“ შემთხვევაში აღკვეთს წითელი ღვინო მათი ცხოვრების წესის ნეგატიურ შედეგებს. თუმცა მკვლევარები მასაც ამბობენ, რომ სასმელის მიღება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობითაა დადებითი შედეგის მომტანი.