უკრაინაში ისევ საჰაერო განგაშია. ღამით აფეთქებების ხმა კიევშიც ისმოდა. დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე საჰაეროთავდაცვა მუშაობს. მოსახლეობას მოუწოდებენ, განგაშის დასრულებამდე დარჩნენთავშესაფრებში.
ჩერკასის ოლქში, ქალაქ უმანში რუსული რაკეტა მოხვდა 9 სართულიანსაცხოვრებელ კორპუსს. შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 8 ადამიანი. ადგილზე ამდრომდე მუშაობს სამაშველო და სასწრაფო დახმარება.
დნიპროპეტროვსკზე თავდასხმას შეეწირა ორი ადამიანის სიცოცხლე, გარდაცვლილია ქალი და 3 წლის ბავშვი.
რუსულმა ძალებმა დაბომბეს ხარკოვის ოლქიც. დაიღუპა 1 და დაშავდა 4 მოქალაქე.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთშიდეპორტაცია გენოციდად აღიარა.
უკრაინაში ისევ საჰაერო განგაშია - ღამით აფეთქებების ხმა კიევშიც ისმოდა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი