მუყაოს შეფუთვაც საშიშია?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვეიცარიელი სწავლულები გვაფრთხილებენ, რომ იმ პროდუქტების მოხმარება, რომლებიც მუყაოს ყუთებში ინახება, საშიშია. განსაკუთრებით, ეს ეხება ბურღულეულის ფანტელებს, ბრინჯს, ფქვილსა და პასტას. მკვლევარები საფრთხეს იმით ხსნიან, რომ შესაფუთი მუყაოს წარმოების დროს, იყენებენ ძველ ქაღალდს, მაკულატურასა და მინერალურ ზეთებს - საღებავში, რომლებიც კვების პროდუქტებს აბინძურებენ. ეს მოსაზრება ჩატარებული ანალიზების შედეგებმაც დაამტკიცა - ასეთ შეფუთულ პროდუქტებში მინერალური ზეთების შემცველობა ნორმაზე 100-ჯერ მეტი აღმოჩნდა. სწავლულების თქმით, ამ ნივთიერებებს შეუძლიათ გამოიწვიონ შინაგანი ორგანოების ანთებითი პროცესები და სიმსივნეც კი.