ქალაქის მერი ოჯახებს სტუმრობს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანეთის პატარა ქალაქ ჩირიველიას მერმა, მიშელ მონტანერ ბერბელმა გადაწყვიტა, არ შემოიფარგლოს სამუშაო კაბინეტში მოქალაქეების მიღების საათებით და თანაქალაქელებთან კონტაქტებს უჩვეულო მეთოდებით ამყარებს. მონტანერი ადგილობრივებთან ოჯახებში მიდის და მათთან ერთად ვახშმობს. ქალაქის თავის თქმით, სუფრასთან ადამიანები უფრო გახსნილები არიან და მას იმას უყვებიან, რაც აწუხებთ, რა პრობლემები აქვთ და რა დახმარება სჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ მერი სტუმრობის ყველა წესს იცავს: ოჯახებში დაუპატიჟებლად არ მიდის და თუ მიდის, ხელცარიელი - არა, ყოველთვის მიაქვს ტკბილეული. მონტანერმა ოჯახებში მისვლის სურვილი რამდენიმე კვირის წინ გამოთქვა და მისდა გასაკვირად, ორიოდე დღეში, უკვე ასობით მიპატიჟება მიიღო. ჩირიველიაში, დაახლოებით, 30 ათასი ადამიანი ცხოვრობს.