თეთრი ღვინო ქალებს აბედნიერებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანელმა სწავლულებმა მადრიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან გარკვიეს, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ, როცა თეთრ ღვინოს მიირთმევენ. ჩატარებული კვლევებისას დადგინდა, რომ ხილისა და ყვავილოვანი თეთრი ღვინოები აძლიერებს ისეთ ემოციებს, როგორებიცაა სიხარული და ბედნიერება. წითელი ღვინის მოხმარება კი, შესალოა, უკავშირდებოდეს აგრესიას და დანაშაულის გრძნობას. ასეთი დასკვნების გაკეთება სპეციალისტებმა ექსპერიმენტის შემდეგ შეძლეს, რომელშიც 200-ზე მეტი ქალბატონი მონაწილეობდა. მათ ექვსი თეთრი, ვარდისფერი და წითელი ღვინო დააგემოვნეს და ამ სასმელებით მიღებული ემოციები აღწერეს. შედეგად გაირკვა, რომ ბედნიერების შეგრძნებას ყველაზე მეტად თეთრი ღვინო იწვევს.