შვედურმა ალკოჰოლურმა ბრენდმა Absolut Vodka, Pasta Bag-ის დიზაინერ ნიკოლას ბენტელესთან ერთად, შექმნა ჩანთა Absolut Espreso Martini, რომელსაც კოქტეილის ბოკალის ფორმა აქვს. აქსესუარი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც მარტინის ჭიქა - პირამდე გავსებული ესპრესო ყავის მარცვლებით. ჩანთა ტყავის, ქრომირებული ფოლადისა და მტკიცე ტრიტანის პლასტმასისგანაა დამზადებული. აქსესუარი შეზღუდული რაოდენობით გამოუშვეს და ის უკვე გაყიდვაშია, მისი ფასი 200 დოლარამდეა.
ჩანთა - მარტინის ბოკალით
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი