ვაკანსია - ვირთხების გამანადგურებელი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნიუ-იორის ხელისუფლებამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა ვაკანსიის თაობაზე - მსურველებს ვირთხებთან ბრძოლის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობის დაკავებას სთავაზობენ. გარდა სხვა თვისებებისა, ვაკანტური ადგილის დაკავების კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ „მკვლელის ინსტინქტი“ და „მოხერხებულობის აურა“. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ იდეალური კანდიდატი მეტად მოტივირებული უნდა იყოს და რაღაც ხარისხით - სისხლისმსმელიც კი. ვრთხების პრობლემა აშშ-ს უდიდეს მეგაპოლისში არახალია. ამჟამად, მღრნელების რაოდენობას 2 მილიონამდე ითვლიან.

„ნიუ-იორკის 8.8 მილიონი მცხოვრები და ქალაქის ხელისუფლება მზადაა, მხარში დაგიდგეთ, რომ შემცირდეს ვირთხების პოპულაცია“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში. კანდიდატი უნდა ცხოვრობდეს ნიუ-იორკში და ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს. სავარაუდო ხელფასი 120-170 ათასი დოლარია წელიწადში.