აზერბაიჯანში ალიევის რეჟიმის 100 პოლიტპატიმარი აღრიცხეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

“აზერბაიჯანის პოლიტპატიმართა თავისუფლებისთვის” კავშირის ახალი ნუსხაში 100 ადამიანი აღრიცხეს, რომლებიც, უფლებადამცველთა მოსაზრებით, ალიევის ხელისუფლების მიერ ყალბი ბრალდებებით იდევნებიან. პოლიტიპატიმრის სტატუსის მინიჭება რამდენიმე კრიტერიუმით ხდება. სიის შემდგენელთა შორის არიან მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორი ლეილა იუნუსი და პოლიტიპატიმართა მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ელშან ჰასანოვი. “სამწუხაროდ, პოლიტპატიმართა რიცხვი აზერბაიჯანში არ მცირდება. საკმაოდ დიდი ხანია, 100-ის ფარგლებში მერყეობს, დღეს ზუსტად 100 ადამიანი გვყავს სიაში. და ეს ის რიცხვია, ვისზეც ინფორმაცია გვაქვს”, – განაცხადა ჰასანოვმა “კავკაზსკი უზელთან”. პოლიტიპატიმართა შორის არიან ჟურნალისტები, ბლოგერები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, გერმანიიდან დეპოტირებული პოლიტემიგრანტები, რელიგიური ჯგუფების წევრები, ასევე, 13 ადამიანი, რომელთაც “სამუდამო პატიმრობა” აქვს მისჯილი. “რეპრესიები უკვე 30 წელია გრძელდება. მოქალაქეთა პოლიტიკური მოტივებით დევნის საბჭოთა პრაქტიკა მაშინვე განახლდა, როგორც კი ხელისუფლების სათავეში КГБ-ს [უშიშროების სახელმწიფო სამსახური] გენერალი ჰეიდარ ალიევი მოვიდა და მისი შვილის ილჰამ ალიევის მმართველობისას გრძელდება. რეჟიმი აშინებს მოქალაქეებს, რათა მათ არ იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის და დემოკრატიული ხელისუფლებისთვის”, – ამბობს ლეილა იუნუსი"

 

წყარო-ნეტგაზეთი