ნაბახუსევს ნაყინით „უმკურნალებენ“

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამხრეთ კორეაში დაიწყო ახალი ნაყინის გაყიდვა, რომელიც ადამიანს ნაბახუსევიდან გამოსვლაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნის მცხოვრებლები, ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლის მოხმარებით, პირველ ადგილზე არიან აზიაში. არსებული მონაცემებით, ნაბახუსევისთვის საჭირო საშუალებების გაყიდვები წელიწადში 150 მილიარდ ვონს (დაახლოებით, 126 მილიონი დოლარი) შეადგენს. კორეელები ამტკიცებენ, რომ ეს პირველი ნაყინია მსოფლიოში, რომელიც სპეციალურად, სპირტიანი სასმელების მოხმარების შედეგების წინააღმდეგ შექმნეს. ამ ცივი „სამკურნალო“ დესერტის შემადგენლობაში შედის მცენარის ტკბილი წვენი, რომელსაც ტრადიციულად, ნაბახუსევზე იყენებენ. ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი, „უჩვეულო“ ნაყინი ისლანდიელებმა მოიფიქრეს, რომელსაც „პანამის ოფშორის“ გემო აქვს.