კვერცხი - კარგი მხედველობისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყოველკვირა კვერცხის მირთმევა აღკვეთს ასაკობრივ მაკულოდისტროფიას - პათოლოგიას, რომლის გამოც 50 წელს გადაცილებული ადამიანები მხედველობას კარგავენ. ასეთი დასკვნები ავსტრალიელმა სწავლულებმა გააკეთეს. სპეციალისტებმა ექსპერიმენტი 3654 ადამიანზე ჩაატარეს, რომლებსაც 15 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ მოხალისეებს, რომლებიც ყოველკვირეულად 2-4 კვერცხს მიირთმევდნენ, 49%-ით ნაკლებად ჰქონდათ მაკულოდისტროფიის პრობლემა, ვიდრე მათ, რომლებიც კვირაში ერთ კვერცხს მიირთმევდნენ. ექსპერტების თქმით, კვერცხის მოხმარებასა და მხედველობას შორის არსებობს კავშირი, მაგრამ როგორი, ეს ჯერ არ დაუზუსტებიათ.